суббота, 4 апреля 2015 г.

დღე 9

მოვისმინე თიკა ბარბაქაძის პრეზენტაცია, ძალიან მომეწონა,რადგან საპრეზენტაციო თემა ,ჰოლოკოსტი ჩემთვის ახალი და საინრესო იყო.
ენინო გოდერძიშვილის პრეზენტაცია "კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე" რომელიც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა, როგორც არქიტექტურულად, ისე ისტორიული
კუთხით.
თამარ გრიგალაშვილის პრეზენტაცია "ონლაინ თამაშები" მოვისმინე, ძალიან საინტერესო და აქტუალური პროექტია, რადგან ბავშვებს საშუაბალება ექნებათ ისწავლონ თავისუფალი დრო სასარგებლოდ და ამავდროულად გასართობად როგორ გამოიყენონ.
ნონა სუხიშვილის პროექტი "პროცენტები" საჭირო და აქტუალურია, ვთვლი რომ განსაკუთრებით საინტერესო იქნება ეს პროექტი, რადგან გასვლითი ღონისძიებები აქვს დაგეგმილი კვლევისათვის.
თამარ იაშაღაშვილის პროექტი "წელიწადის დროები" საინტერესოა, მოსწავლეებს დაეხმარებათ ენობრივი მასალის გამდიდრებაში.
ნათია ხელაშვილის პროექტი "ნათლობა" განსხვავებული თემატიკისაა, რადგან შედარებას ახდენენ ქართულ და რუსულ ნათლობებს შორის.
ლანა ლომიძის პროექტი "ჩვენ პროცენტების სამყაროში"  ბავშვეებისათვის საინტრესო იქნება მოსწავლეებისათვის, რადგან თავად უნდა გააკეთონ ინტერვიუ.
ირმა ქელენჯაშვილის პროექტი "კოროზია" ძალიან საინტერესოა, განსხვავებული და საჭიროა ყოველდღიურ ცხოვრებასთან, ჟანგვის პროცესი ხომ ყოველდღიურ ცოვრებაში გვხვლდება.
ია ბუდაღაშვილის პროექტი "ჯანსაღი კვება" ვბავშვებს ძალიან გამოადგება ყოელდღიურ ცნხოვრებაში, ამ პროექტის მეშვეობით ეცოდინებათ ნაკლებად იკვებონ  მავნე პროდუქტებით.
თინათინ კობიაშვილის პროექტი "თანამედროვე ტექნოლოგიები" ძალიან აქტუალურია და საინტერესოა ბავშვებისათვის, ისწავლიან კომპიუტერის სარგებლოდ გამოყენებას..
გაიანე ოსიპოვის "პრეზენტაცია"ქართული და რუსულ გვარების წარმოშობა"  ძალიან საინტერსოა, ორი ქვეყნის ისტორიის შესასწავლად.

воскресенье, 29 марта 2015 г.

დღე 8

დღეს დავასრულეთ პროექტის გეგმის დაწერა, ფასილიტაციის ნამუშევრებს გავეცანით მეშვიდე მოდულში.  შევქმენით გუგლის ფორმებში კითხვარი და ერთმანეთს შევუვსეთ. განვიხილეთ ზოგადად პროექტის მთლიანი კურსი. 

суббота, 28 марта 2015 г.

დღე 7

დღეს განვიხცილეთ ერთამანეთის პროცედურები,გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას, მოვახდინეთ მოსწავლეთა დიფერენცირება მათი ინტელექტის მიხედვით ,  შევქმენით თვითსეფასების ფორმა სხვადასხვა ინტელექტის მქონე ბავშვებისათვის. გავეცანით მოსწავლეთა მხარდაჭერის ნიმუშებს, დავამზადეთ ხარაჩო, პრეზენტაციის შაბლონი. ბლოგზე გამოვაქვეყნეთ პროექტების პორტფოლიო და გამოვაქვეყნეთ საჯაროდ.  დავამატეთ ფეიჯები.

воскресенье, 22 марта 2015 г.

დღე 6

დღეს ვისწავლეთ პრეზენტაციის ჩაშენება  ბლოგზე, გავეცანით სხვადასხვა ტიპის შეფასების რუბრიკებს და შევინახეთ შეფასების ფაილში. ჩვენ მიერ დაწერილი ამოცანების და პრეზენტაციის მიხედვით შევადგინეთ შეფასების რუბრიკა, რომელიც შევინახეთ ჯერ შეფასების ფაილში და მერე გადავიტანეთ დრაივზე. დავწერეთ პროცედურების შედგენის ჩეკლისტი.

მოსწავლის ნიმუში

суббота, 21 марта 2015 г.

დღე 5

ვისწავლეთ დრაივზე  დოკუმენტების გაზიარება და კომენტარების გაკეთება. ნაშრომებს უნდა ახლდეს გამოყენებული ლიტერატურა, რათა საავტორო უფლებები არ დაირღვეს. ამისათვის ვაკოპირებთ ელექტრონულ მისამართებს და  ვინახავთ "სურათები, აუდიო, ვიდეო" ფაილში.  შევქმენით მოსწავლის ნიმუში სლაიდების სახით. დრაივზე ავტვირთე ახალი მასალები.

воскресенье, 15 марта 2015 г.

დღე 4

დღეს გავეცანით შეფასები 5 მიზანს, მეორე მოდულის მესამე აქტივობიდან. ჩვენი პროექტისთისთვის ხუთივე მიზნისთვის შევარჩიე შეფასების რუბრიკები. მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად შევქმენით  დიაგრამა "ვიცი-მინდა ვიცოდე-რა ვისწავლე".ასევე დრაივზე გადავიტანეთ ყველამ ჩვენი ფაილი დოკუმენტებიდან, პროცედურები დავწერეთ შეფასების ინსტრუმენტები, რასაც გამოვიყენებთ პროექტის დასაწყისიდან ბოლომდე.

суббота, 14 марта 2015 г.

დღე 3

დღეს დავიწყეთ პროექტის გეგმაში კითხვების შეტანა, გავეცანით ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ  კითხვებს, დავახარისხეთ და გადავიტანეთ გეგმა. ბლუმის ტაქსონომიას გავეცანით და მისი გამოყენებით ავაწყვეთ კითხვები.

воскресенье, 8 марта 2015 г.

დღე 2

დღევანდელ დღეს განვიხილე პროექტის იდეები,  დავიწყე გეგმის დაწერა, ვისწავლე ბუკლეტის გაკეთება, ფოტოების გადმოწერა და მიბმა ბუკლეტზე, ეროვნული სასწავლო გეგმიდან და  XXI საუკუნის უნარ-ჩვევებიდან ამოვწერე კრიტერიუმები და ინდიკატორები,  ჩავსვი პროექტის გეგმაში. გეგმა გადავიგზავნე საკუთარ ელექტრონულ მისამართზე. ნაყოფიერი სამუშაო დღე მქონდა :)

суббота, 7 марта 2015 г.

დღე 1

გავიცანით ტრენინგის მონაწილეები. შევქმენით ინტელის ბლოგი. გავიგეთ  როგორ დავგეგმოთ პროექტი და მის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტების მოპოვება ვისწავლე. ჩეკ ლისტი დამეხმარება განვსაზღვრო სად რა შევინახო და რუბრიკა, ამოწმებს დოკუმენტების ხარისხს. გავეცანი პროექტის მახასიათებლების ჩეკ ლისტს. მომეწონა, რომ მაქვს საშუალება ამ პროექტის განხორციელების,  ტრენინგის მსვლელობის დროს, უშუალოდ ტრენერის მეთვალყურეობის ქვეშ.